ასიათასობით ირანელი გამოვიდა თეირანის ქუჩებში თავიანთი სულიერი ლიდერების მხარდასაჭერად და შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საწინააღმდეგოდ, რომელმაც ირანი „გააფრთხილა“ და მას სანქციები დაუწესა.
ინფორმაციას „როიტერსი“ ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანის 1979 წლის ისლამური რევოლუციის, რომელმაც შეერთებული შტატების მხარდაჭერილი შაჰი მუჰამედ რეზა ფაჰლავი ჩამოაგდო, 38-ე წლისთავის აღნიშვნისას, მომიტინგეებმა, რომელთა შორის იყვნენ ასეულობით სამხედრო პირები და პოლიციელები გეზი თეირანის აზადის (თავისუფლების) მოედნისკენ, ღონისძიების მთავარი ადგილისკენ აიღეს.
მათ ხელში ეკავათ ბანერები და ტრამპის სურათები, რომელზეც ეწერა: „სიკვდილი ამერიკას“, მაშინ როცა სამხედრო პოლიციამ მარშირების მონაწილეებს ტრადიციული ირანული რევოლუციური სიმღერების შესრულება აუკრძალა.
სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა ვიდეომასალა, სადაც ჩანს თუ როგორ აბიჯებენ ტრამპის ფოტოს თეირანის ცენტრალურ ქუჩაზე. მარშირების მონაწილეებს ხელთ ეკავათ ირანის დროშები და ბანერები, რომელზეც ეწერა: „მადლობა ტრამპს ამერიკის ნამდვილი სახის ჩვენებისთვის“.

„ამერიკა და ტრამპი ვერ შეძლებს წყეული საქმეების კეთებას. ჩვენ მზად ვართ საკუთარი სიცოცხლე შევწიროთ ჩვენს [სულიერ] ლიდერს [აიათოლაჰ ალი ხამენეის]“, უთხრა ახალგაზრდა მამაკაცმა სახელმწიფო ტელევიზიას.
გასულ კვირას ტრამპმა „გააფრთხილა“ ირანი და ახალი სანქციები დაუწესა ინდივიდებს და ორგანიზაციებს მას შემდეგ რაც 29 იანვარს თეირანმა რაკეტები გამოსცადა. ირანმა განაცხადა, რომ იგი არ შეაჩერებს მის ბირთვულ პროგრამას.
წამყვანმა რელიგიურმა და პოლიტიკურმა ფიგურებმა, მათ შორის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ დაჟინებით მოუწოდეს ირანელებს შეერთებოდნენ პარასკევის დემონსტრაციას, რათა „ეჩვენებინათ თავიანთი ურყევი კავშირები სულიერ ლიდერთან და ისლამურ რესპუბლიკასთან“.

(ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი თეირანში 10 თებერვალს მიმართავს დემონსტრანტებს - Reuters-ის ფოტო)
1979 წლის რევოლუციიდან მალევე, როდესაც ულტრამემარჯვენე სტუდენტებმა თეირანში შეერთებული შტატების საელჩო შტურმით აიღეს და 52 ამერიკელი 444 დღის განმავლობაში მძევლად აიყვანეს, თეირანმა და ვაშინგტონმა დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს.
ირანმა განაცხადა, რომ გაანადგურა მიწისქვეშა ქსელი, რომელიც კავშირში იმყოფებოდა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და რომელსაც თეირანის თქმით, დემონსტრაციებზე „საბოტაჟის და ვერაგული ქმედებების განხორციელება“ უნდოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.