უკრაინის პოლიციამ კიევში ე.წ. კანონიერი ქურდი, საქართველოს მოქალაქე, 42 წლის გელა ქარდავა დააკავა. ინფორმაცია და დაკავების ამსახველი ვიდეომასალა უკრაინის შს მინისტრმა, არსენი ავაკოვმა „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
გელა ქარდავა უკრაინის დედაქალაქის ერთ-ერთ რესტორანში აიყვანეს. დაკავებისას ამოღებულია უკრაინის მოქალაქის, სავარაუდოდ, ყალბი მოწმობა, ოლეგ რომანოვიჩის სახელზე, რომელიც სიმფეროპოლში ცხოვრობს.
ავაკოვის გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, სავარაუდოა, რომ ქარდავა რუსეთის შსს-ს შტატიანი აგენტია. მოწმდება ინფორმაცია მისი რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ.
გელა ქარდავა მძიმე დანაშაულების მუხლებით არაერთხელ არის ნასამართლევი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.