საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტად ბაქოში იმყოფება. წულუკიანი აზერბაიჯანს ქვეყნის იუსტიციის მინისტრის მიწვევით ესტუმრა. მისი ვიზიტიც სწორედ აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ფიქრატ მამადოვთან შეხვედრით დაიწყო.
იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, ვიზიტის მიზანი ღია მმართველობის კუთხით გატარებული რეფორმების შესახებ გამოციდილების გაზიარებაა.
„აზერბაიჯანის რესპუბლიკას „ღია მმართველობის პარტნიორობის“ წევრობა 2016 წლის მაისიდან შეჩერებული აქვს. საქართველოსთვის, როგორც „OGP“-ის თანათავმჯდომარე ქვეყნისთვის, რომელიც მიმდინარე წელს ამ პარტნიორობის თავმჯდომარეობას საფრანგეთისგან გადაიბარებს, მეტად მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანმა − საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორმა და მეზობელმა ქვეყანამ − „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სრულფასოვანი წევრის სტატუსი აღიდგინოს.
აზერბაიჯანისათვის წევრობის შეჩერების გადაწყვეტილება შარშან კეიპტაუნში იქნა მიღებული და საქართველომ, როგორც მმართველი კომიტეტის წევრმა, ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა.
შეხვედრაზე თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მოცემული გადაწყვეტილება შეიცვალოს და „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ საქართველომ და აზერბაიჯანმა რეგიონი სრულფასოვნად წარმოადგინონ.
გარდა ამისა, მინისტრებმა მიმდინარე რეფორმების შესახებ ისაუბრეს და საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებაზე შეთანხმდნენ. საუბარი შეეხო როგორც სასამართლო რეფორმას ორივე ქვეყანაში, ისე მოსამართლეთა გადატვირთულობის პრობლემას, ელექტრონული მმართველობის დანერგვისა და მედიაციის განვითარების საჭიროებებს. დასასრულ, თეა წულუკიანმა აზერბაიჯანელი კოლეგა საქართველოში მოიწვია", - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ღია მმართველობის პარტნიორობა“ აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მთავრობებისა და სახელისუფლებო შტოების მეტ გამჭვირვალობას გულისხმობს. 2016 წელს საქართველო პარტნიორობის თანათავმჯდომარე ქვეყნად აირჩიეს, მიმდინარე წელს კი საფრანგეთისგან თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსს გადაიბარებს.
ღია მმართველობაში წარმატებული პოზიციების გამო, 2013 წლის აგვისტოში საქართველო მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს − აღმასრულებელ კომიტეტში ქვეყანას იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს; 2013 წლის 1 ნოემბერს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ყოველწლიურ სამიტზე ლონდონში ქართული რეფორმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროში 7 ყველაზე წარმატებულ პროექტს შორის დაასახელეს; 2015 წლის ივნისში კი ქვეყანა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპის რეგიონული კონფერენციის მასპინძელი ქვეყანა გახდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.