საქართველოს ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის პროცესები, რომლებიც დღეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, განსაკუთრებით კი საბაჟოს მიმართულებით ხორციელდება.
ქუმსიშვილმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში სტუმრობისას ისაუბრა.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით, შემოსავლების სამსახურში განხორციელებული ცვლილებებისა და სიახლეების, ასევე საბაჟო პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში არსებული თანამედროვე ინფრასტუქტურის გაცნობის მიზნით, მედიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
„დღევანდელი მედიატურის მიზანი იყო, დეტალურად გვეჩვენებინა მედიისთვის, თუ როგორია საბაჟო პროცედურები და მათი კონტროლის სისტემა, მათ შორის, არადეკლარირებული საქონლის აღმოჩენა. რამდენად მზადაა ჩვენი საბაჟო იმისთვის, რომ განახორციელოს ეფექტური კონტროლი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ საზღვრებზე“, - მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
შემოსავლების სამსახურის უფროსის გიორგი თაბუაშვილის თქმით, შემოსავლების სამსახური ახორციელებს ეფექტურ და ამავე დროს ოპერატიულ და სწრაფ კონტროლს, იმისათვის, რომ ხელი არ შეეშალოს იმპორტის განხორციელებას ქვეყანაში.
„მსგავსი კონტროლის საშუალებები დანერგილია ყველა საბაჟო-გამშვებ პუნტებში და ვიმედოვნებთ, კერძო სექტორთან პარტნიორული ურთიერთობების შედეგად, შევძლებთ ბალანსის დაცვას და ერთი მხრივ, კონტროლის გაძლიერებას და მეორე მხრივ, კერძო სექტორის საქმიანობის ხელშეწყობას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.