„ნაციონალური მოძრაობა" ნაზღაიძის საკითხზე: იკვეთება, რომ მერიამ ქრთამის სახით გადაუხადა არა 515 ათასი დოლარის მიწის ნაკვეთი სხვა ვალდებულებებთან ერთად, არამედ, დაახლოებით, 2,5-3 მილიონი ქონება გადასცა მას
11-02-2017, 03:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, მარიკა დათუკიშვილის განცხადებით, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთი, რომელიც 515 ათას ლარადაა შეფასებული, გაცილებით ძვირადღირებულია.

 

 

როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახს გადაეცა 5 ათასი კვ.მ სანდრო ეულის 7 ნომერში, რომელიც ექსპერტიზის ბიურომ შეაფასა 515 ათს ლარად, სანდრო ეულის ქუჩაზე ეკონომიკის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ აუქციონი გამოაცხადა ბევრად ნაკლები კვ.მ-ის მიწაზე, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს საწყის ღირებულებად შეფასებული აქვს 2 მილიონ 400 ათას ლარად.

 

 

მე ხელთ მაქვს ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ნაზღაიძესა და თბილისის მერიას შორის, სადაც ეს პირობა აღარ ფიგურირებს, აბსოლუტურად ცარიელია მხარეთა ვალდებულებების პუნქტი. ეს იკვეთება საჯარო რეესტრის ამონაწერიდან, სადაც ვალდებულების ნაწილი ცარიელია. მერიამ უკვე გადასცა 5 ათასი კვ.მ. ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

 

 

მოგეხსენებათ, ექსპერტიზის ბიურომ კვ.მეტრაჟი შეაფასა 150 დოლარად და 5 ათასი კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფასი ბევრად მეტია, ვიდრე არის 515 ათასი ლარი. იკვეთება, რომ თბილისის მერიამ ქრთამის სახით გადაუხადა არა 515 ათასი დოლარის მიწის ნაკვეთი სხვა ვალდებულებებთან ერთად, არამედ, დაახლოებით, 2,5-3 მილიონი ქონება გადასცა მას,“ - განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი