საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტად იმყოფება.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მინისტრი „საპატიო დაკრძალვათა ხეივანს“ ეწვია, სადაც მან აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ლიდერის - ჰეიდარ ალიევის ხსოვნას პატივი მიაგო.
თეა წულუკიანი აზერბაიჯანს ქვეყნის იუსტიციის მინისტრის მიწვევით ესტუმრა. მისი ვიზიტიც სწორედ აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ფიქრატ მამადოვთან შეხვედრით დაიწყო.
უწყების განმარტებით, ვიზიტის მიზანი ღია მმართველობის კუთხით გატარებული რეფორმების შესახებ გამოციდილების გაზიარებაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.