საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ელმარ მამედიაროვს შეხვდა.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს ის ღონისძიებები, რომლებიც აზერბაიჯანმა შესაძლოა, გაატაროს „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ სრულუფლებიანი წევრის სტატუსის დასაბრუნებლად. აღნიშნულ პროცესში საქართველოს იუსტიციის მინისტრი აზერბაიჯანულ მხარეს სრულ თანადგომას აღუთქვამს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკას „ღია მმართველობის პარტნიორობის“ წევრობა 2016 წლის მაისიდან შეჩერებული აქვს. საქართველოსთვის, როგორც „OGP“-ის თანათავმჯდომარე ქვეყნისთვის, რომელიც მიმდინარე წელს ამ პარტნიორობის თავმჯდომარეობას საფრანგეთისგან გადაიბარებს, მეტად მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანმა − საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორმა და მეზობელმა ქვეყანამ − „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სრულფასოვანი წევრობა დაიბრუნოს.
აზერბაიჯანისათვის წევრობის შეჩერების გადაწყვეტილება შარშან კეიპტაუნში იქნა მიღებული და საქართველომ, როგორც მმართველი კომიტეტის წევრმა, ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე საკითხებიც განიხილეს. ელმარ მამედიაროვმა საქართველოს იუსტიციის მინისტრს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა.
„აზერბაიჯანი გულწრფელად ულოცავს საქართველოს ამ წარმატებას“, − განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრამდე იუსტიციის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.