„ინფორმაცია და სტატისტიკა, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას უკავშირდება შემაშფოთებელია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დროულად ვიმსჯელოთ და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადაწყვეტილებები მივიღოთ,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში დაგეგმილი რეფორმის შესახებ გამართული შეხვედრისას.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიება, რომელსაც საქართველოს პარლამენტის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ, ირაკლი კობახიძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.
ირაკლი კობახიძემ საკითხისადმი დაინტერესებისთვის შეხვედრის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც უსაფრთხო საგზაო მოძრაობის საკითხებს უკავშირდება. მისი განცხადებით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხის აქტუალურობა მოწმობს იმ ინფორმაციას, რომელიც ყოველდღიურად ვრცელდება და აღნიშნული სტატისტიკა შემაშფოთებელია.
„ყოველდღიურად გვესმის ინფორმაცია როგორ იღუპებიან გზებზე ადამიანები, შეგვიძლია შედარებებიც მოვიყვანოთ სხვა ქვეყნებთან და ამ მხრივაც საქართველოში მძიმე სურათია. არის რესურსი, რომ ამ მიმართულებით თვისობრივად გაუმჯობესდეს და რადიკალურად შევცვალოთ მდგომარეობა, ამისთვის ჩვენ ყველამ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. საჭიროა დროული მოქმედება, რომ აღმოიფხვრას პრობლემა, ამისთვის კი სრული მობილიზება გვჭირდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მანვე საკითხის დროული გადაწყვეტისთვის პარლამენტის სრულ მხარდაჭერაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგზაო მოძრაობის უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო ორგანო მზადაა დაჩქარებულ ტემპებში განიხილოს საკანონმდებლო კანონპროექტი.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმის მნიშვნელობაზე ღონისძიების შესავალ ნაწილში, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა და თბილისი ვიცე-მერმა, ირაკლი რექვინაძემაც ისაუბრეს.
მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა პრობლემის მიმოხილვით და შესაბამისი დოკუმენტების პრეზენტაციებით გაგრძელდა. ღონისძიების მონაწილეებმა საკითხის ირგვლივ მოსაზრებები და წინადადებები წარმოადგინეს, რომელთა განხილვა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. მრგვალი მაგიდის შეხვედრა „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით ჩატარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.