საქართველოს იუსტიციის მინისტრი აზერბაიჯანის პარლამენტის წევრებს შეხვდა
11-02-2017, 08:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი დღეს აზერბაიჯანის პარლამენტს (მილი მეჯლისი) ესტუმრა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, თეა წულუკიანი აზერბაიჯანელ პარლამენტარებს, რომლებიც „ღია მმართველობის პარტნიორობის“ საკითხებს კურირებენ, საფრანგეთის რეფორმების მინისტრთან ერთად შეხვდა.

 


„დღეს აქ ვიმყოფები „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარესთან ერთად. მოგეხსენებათ, საქართველო პარტნიორობის თანათავმჯდომარეა, ხოლო სექტემბრიდან უკვე თავმჯდომარე ქვეყანა იქნება. ჩამოვედი, რათა ვიმუშაო თქვენთან ერთად იმისათვის, რომ აზერბაიჯანმა დაიბრუნოს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სრულუფლებიანი წევრის სტატუსი. საქართველო აზერბაიჯანის მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ინიციატივაში თქვენი დარჩენა, რომლის თავმჯდომარეობაც მალე უნდა გადავიბაროთ“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

 


აზერბაიჯანელმა დეპუტატებმა საქართველოს იუსტიციის მინისტრს მადლობა გადაუხადეს მხარდაჭერისა და იმ ფაქტისათვის, რომ საქართველომ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრაზე, რომელიც შარშან სამხრეთ აფრიკაში გაიმართა, მხარი არ დაუჭირა აზერბაიჯანისთვის წევრის სტატუსის შეჩერებას.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრი დღესვე ამ საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანის იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი