აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტისას, საქართველოს იუსტიციის მინისტრი აზერბაიჯანის უზენაეს სასამართლოს ეწვია, სადაც მას თავმჯდომარე რამიზ რზაევმა უმასპინძლა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ საქართველოს იუსტიციის მინისტრს სასამართლოს შენობა დაათვალიერებინა და მისი ფუნქციონირების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა და სასამართლოს თავმჯდომარემ ორ ქვეყანაში სასამართლოს სისტემაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს; კერძოდ, საუბარი შეეხო სასამართლოების გადატვირთულობის პრობლემას, მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლების აუცილებლობას, ასევე, ანტინარკოტიკულ პოლიტიკას და სხვ.
იუსტიციის მინისტრის ორდღიანი სამუშაო ვიზიტი აზერბაიჯანში 10 თებერვალს დაიწყო. თეა წულუკიანი ბაქოში აზერბაიჯანელი კოლეგის მიწვევით ჩავიდა. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა შეხვედრები გამართა საგარეო საქმეთა მინისტრთან, აზერბაიჯანის პარლამენტის წევრებთან, არასამთავრობო სექტორთან. მინისტრმა ვიზიტისას პატივი მიაგო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის − ჰეიდარ ალიევის, ხსოვნას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.