იელის უნივერსიტეტის განცხადებით, ის სახელს შეუცვლის მის ქელჰუნის კოლეჯს მას შემდეგ რაც პროტესტანტებმა განაცხადეს, რომ Ivy League -ის სკოლამ მის აღზრდილ კადრს, რომელიც ცნობილი ადვოკატი იყო მონობის, უნდა ჩამოართვას მის მიერ მინიჭებული საპატიო წოდება. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.
იელის უნივერსიტეტის ერთ-ერთ კოლეჯს მინიჭებული აქვს სამხრეთ კაროლინის მკვიდრის, ჯონ სი ქელჰუნის სახელი, რომელიც მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი იყო ჯონ ქუინზი ადამსის და ანდრიუ ჯექსონის პრეზიდენტობის პერიოდებში. მან იელის უნივერსიტეტი 1804 წელს დაამთავრა.
იელის უნივერსიტეტმა განაცხადა, რომ იგი ქელჰუნის კოლეჯს სახელს გადაარქმევს და მისი ერთ-ერთი კურსდამთავრებულის, გრეის მარი ჰუპერის სახელს დაარქმევს, რომელმაც 1934 წელს მათემათიკურ ფიზიკაში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა. იელის უნივერსიტეტმა ჰუპერი, რომელიც 1992 წელს გარდაიცვალა, კომპიუტერული მეცნიერების ნოვატორად და ბრწყინვალე მათემატიკოსად აღწერა, რომელიც ასევე ზურგის ადმირალად მსახურობდა შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ფლოტში.
„კოლეჯის სახელის შეცვლის გადაწყვეტილება არ არის ნაბიჯი, რომელიც მოუფიქრებლად არის გადადგმული“, ნათქვამია იელის უნივერსიტეტის პრეზიდენტის პიტერ სალოვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ იელის საცხოვრებელი კოლეჯი ქელჰუნის სახელს 86 წლის განმავლობაში ატარებს.
ქელჰუნის, როგორც თეთრკანიანთა უპირატესობის მომხრის და ეროვნული ლიდერის მემკვიდრეობა, რომელიც პიროვნულად უჭერდა მხარს მონობას, როგორც ‘პოზიტიურად კარგს’, ფუნდამენტურად მოდის კონფლიქტში იელის მისიასა და ღირებულებებთან“, აღნიშნულია განცხადებაში.
ვიცე პრეზიდენტის პოსტზე მოღვაწეობის გარდა ქელჰუნი ასევე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, სამხედრო მდივანი და სენატორი იყო. იგი თავის ძალაუფლებას იყენებდა იმისათვის, რომ „მგზნებარედ დაეჭირა მხარი მონობისა და თეთრკანიანთა უპირატესობისთვის“, ნათქვამია იელის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სალოვიმ განაცხადა, რომ იელი შეინარჩუნებს ქელჰუნის სიმბოლოებს სხვაგან კამპუსში, იმისათვის, რომ არ წაშალოს მისი წარსული 300 წელზე მეტი ხნის ისტორიის მქონე უნივერსიტეტიდან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.