საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ქრისტიან ლაგარდმა განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნებში მომავალი არჩევნების შესახებ წუხს, მიუხედავად იმისა, რომ იგი დაჟინებით ირწმუნება, რომ ევროზონა მისი ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტაში პროგრესის გზაზე დგას.
„მე ვწუხვარ, ისევე როგორც ყველა ჩვენგანი, ამ არჩევნების შესახებ“, უთხრა ლაგარდმა დუბაიში სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებისა და ეკონომიკური პოლიტიკის შემქმნელების მონაწილეობით შემდგარ საერთაშორისო კონფერენციას, როდესაც მას 2017 წლის საფრანგეთის, ნიდერლანდების და გერმანიის არჩევნებზე ჰკითხეს. ლაგარდს აღნიშნული საკითხი უფრო ფართოდ არ განუხილავს.
როგორც „როიტერსი“ წერს, მარინ ლე პენი, რომელმაც პირობა დადო საფრანგეთის ევროზონიდან გამოსვლის თაობაზე, საპრეზიდენტო არჩევნებამდე მხარდამჭერების მოზიდვას ახერხებს, მაშინ როცა ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკოსი ვილდერსი ნიდერლანდებში სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგად მოწინავე პოზიციებზე დგას, ხოლო ანგელა მერკელის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ დიდი გამოწვევის წინაშეა გერმანიის არჩევნებში.
შეკითხვაზე, განაგრძობენ თუ არა მთავრობები კამათს ევროზონის ვალის კრიზისის შესახებ, ლაგარდმა დაიცვა ევროკავშირი და განაცხადა, რომ ირლანდია, პორტუგალია და კვიპროსი - ყველა მათგანი გამოვიდა კრიზისიდან. მაგრამ მან დაამატა, რომ „უფრო მეტი უნდა გაკეთდეს. უფრო მეტი უნდა გაკეთდეს, ამაზე შეკითხვა არ არსებობს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.