სპეციალურმა 1 260 წევრისაგან შემდგარმა ასამბლეამ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, გერმანიის რესპუბლიკის მე-12 პრეზიდენტად აირჩია. იგი 18 მარტიდან შეცვლის ახლანდელ პრეზიდენტ იოახიმ გაუკს, რომელმაც ერთი 5-წლიანი ვადის შემდეგ, 77 წლის ასაკში თანამდებობიდან წასვლა გადაწყვიტა.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, შტაინმაიერმა გერმანიის სახელმწიფოს ცერემონიულ ლიდერად არჩევის შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში განაცხადა, რომ ქვეყანამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და იყოს როგორც მაგალითის მიმცემი სხვა ქვეყნებისთვის.
„[გერმანია] შთააგონებს სხვებს იყვნენ მამაცნი, არა იმიტომ რომ აქ ყველაფერი კარგად არის, არამედ იმიტომ რომ ჩვენ ვაჩვენეთ, თუ რამდენად შეიძლება გაუმჯობესდეს ქვეყანა“, განაცხადა შტაინმაიერმა.
გერმანიაში პრეზიდენტის საყოველთაო კენჭისყრის გზით არჩევა არ ხდება. პრეზიდენტს ირჩევს სპეციალური ასამბლეა, რომელიც ბუნდესტაგის 630 პარლამენტარისაგან და გერმანიის ფედერალური შტატების ამდენივე წარმომადგენლისაგან შედგება. სწორედ 1 260 წევრისაგან შემდგარი ასამბლეა ირჩევს კენჭისყრის გზით გერმანიის პრეზიდენტს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.