საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მამა გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს ადასტურებს.
ჩუბინიძემ, რომელიც ამჟამად გერმანიაში იმყოფება, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით „დეტალებეზე ვერ ისაუბრებს", რადგან „უმჯობესია ამაზე შესაბამისმა უწყებებმა გააკეთონ განცხადება".
„რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მამა გიორგი მამალაძე 10 თებერვალს აეროპორტში დააკავეს. იგი გერმანიაში პატრიარქთან მიემგზავრებოდა.
რას უკავშირდება მისი დაკავება ამ დროისთვის უცნობია. როგორც „რუსთავი 2" იტყობინება, საქმეზე პატრიარქის დაცვის უფროსი იოსებ ოხანაშვილიც დაიკითხა.
ოფიციალურ უწყებებს აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებები ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გერმანიაში რამდენიმე დღის წინათ სამკურნალოდ წავიდა. უწმინდესს დღეს, თბილისის დროით, 11:00 საათზე ოპერაცია ჩაუტარდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.