ირაკლი სესიაშვილი: "ნაციონალურმა მოძრაობამ" დიდი ფული დახარჯა, მაგრამ 12 000 ადამიანზე მეტი მაინც ვერ შეკრიბა
21-03-2015, 10:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი სესიაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" აქციას აფასებს და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ  მან "რეკლამები გაუშვა, დიდი ფული დახარჯა და მათ მიერ კონტროლირებადი მთელი მედიასაშუალებები გამოიყენა ტემპერატურის ასაწევად," 12 000 ადამიანზე მეტი მაინც ვერ შეკრიბა.



"პირველ რიგში ალბათ უნდა გავაანალიზოთ, თუ რა აქციასთან გვქონდა საქმე, ანუ რა მიზანი ჰქონდა "ნაციონალური მოძრობას", როდესაც ამ აქციის ორგანიზებას ახდენდა. ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის გადადგომას ვერ შეძლებს, ყველამ კარგად იცის და პირველ რიგში, თავად ძალიან კარგად იციან. "ნაციონალური მოძრაობის" დაკრულზე რომ ჩვენი ქვეყანა აღარ ივლის, მე მგონი, ესეც რთულად გასაგები არ არის. ჩემი აზრით, მათი შეკრების მიზანი იყო იმ აქტივის შენარჩუნება, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" წინა მმართველობიდან მოყოლებული ინერციით შერჩა. მათი მიზანი იყო, რომ აქტივი შეენარჩუნებინათ, შეეკრიბათ და ისეთი სურათი შეექმნათ, თუნდაც მოდელირებული, რომ გარკვეულ ძალას წარმოადგენენ", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა.

 


მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს პრეტენზია, რომ ნომერ პირველი ოპოზიციაა.

 


"ოპოზიციამ, რომელსაც აქვს პრეტენზია ნომერ პირველ ოპოზიციონერობაზე, რომელმაც ერთი თვით ადრე დაანონსა ეს აქცია, რეგიონებში იარა და ხალხის მობილიზაციას შეეცადა; რეკლამები გაუშვა, დიდი ფული დახარჯა და მათ მიერ კონტროლირებადი მთელი მედიასაშუალებები გამოიყენა ტემპერატურის ასაწევად, ჩემი აზრით, 12 000 ადამიანზე მეტი ვერ შეკრიბა. ეს ყველაფერი მარტივად რომ შევაფასოთ - დღეს მე ვნახე "ნაციონალურ მოძრაობის" პოლიტიკური კრუნჩხვები და დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებამდე ამასაც ვერ მიიტანენ. მათი მიზანი სწორედ ეს იყო, რომ არჩევნებამდე რაღაცა მუხტი შეენარჩუნებინათ, რადგან მმართველი პოლიტიკური ძალა, რომელიც 9 წელი მართავდა, ამხელა რესურსი ჰქონდა და ამხელა რესურსის დახარჯვით, მთელი საქართველოს მასშტაბით 12 000 კაცზე მეტს ვერ შეკრებს, მე მგონი, ამან ყველაფერს ერთმნიშვნელოვანი პასუხი გასცა", - განაცხადა სესიაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი