თბილისში, მერიის შენობის წინ, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და საკოორდინაციო საბჭო „რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციას მართავენ, აქციის მონაწილეებსა და მერიის უსაფრთხოების სამსახურს შორის დაპირისპირება მოხდა.
„ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია მერიაში შესვლას ითხოვდა, რისი უფლებაც მას უსაფრთოების სამსახურმა არ მისცა.
„მთელი სუს-ი არის ახლა მობილიზებული მერიასთან - გომელაურის მთელი სამსახური, პოლიტიკური პოლიციის მთელი შემადგენლობა. ჩაკეტეს მერიის შენობა, არ უშვებენ არავის იმ საჯარო სივრცეში, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესვლის უფლება", - განაცხადა მელიამ.
პოლიტიკური პარტიების საკოორდინაციო საბჭო ქალაქის მერის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს და მათივე თქმით, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემულ ქონებასთან დაკავშირებით, პასუხებს ითხოვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.