130 000 ადამიანის დაუყოვნებელი ევაკუაციის ბრძანება გაიცა კალიფორნიის 230-მეტრიანი კაშხლის წყლის გამომშვები სისტემის ჩამონგრევის საფრთხის გამო
13-02-2017, 02:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სულ მცირე 130 000 ადამიანი ევაკუაციის შესახებ გააფრთხილეს ჩრდილოეთ კალიფორნიაში მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებში ყველაზე მაღალ კაშხალში კოკისპირული წვიმების შედეგად წყლის გამომშვები სისტემა შესუსტდა.

 


როგორც BBC ოფიციოზზე დაყრდნობით იუწყება, 230 მეტრის ორევილის დამბის საგანგებო მდგომარეობის წყლის გამომშვები ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს.

 


წყალდიდობის რისკის ზონაში მცხოვრებთ ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვება უბრძანეს.

 

 

 

 

 


წლების განმავლობაში ძლიერი გვალვების შემდეგ თოვლისა და წვიმის სახით მოსული უხვი ნალექის შედეგად რეზერვუარში წყლის დონემ უკიდურესად მოიმატა და კაშხლის თითქმის 50-წლიანი არსებობის პერიოდში ორველის ტბაში პირველად მოხდა ამ ოდენობის წყლის დაგროვება.

 


კალიფორნიის წყლის რესურსების დეპარტამენტმა კვირას, შუადღისას, განაცხადა რომ წამში 2 830 კუბურ მეტრ წყალს უშვებენ დამბის მთავარი წყლის გამომშვებიდან, რათა ტბის დონე მინიმუმადე დაიყვანონ.

 


ამჟამად წყლის გამოსაშვები სისტემიდან წყლის გამოშვება შეჩერებულია. მიუხედავად ამისა, ადგილობრივმა შერიფმა კვირას, გვიან საღამოს განაცხადა, რომ ევაკუაციის ბრძანება ძალაში რჩება, ვიდრე მდგომარეობა არ იქნება შესწავლილი.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი