საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-16 უზრუნველყოფის ბატალიონის, სამედიცინო ასეულის ფარმაცევტი, კაპრალი მარიკა გელაძე დღეს დილით გორში, 112-ის სამაშველო ბრიგადამ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი აღმოაჩინა.
უწყება გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გაზის გაჟონვას ასახელებს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს ექსპერტიზა, სისხლის სამართლის საქმე აღრულია სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-16 უზრუნველყოფის ბატალიონის, სამედიცინო ასეულის ფარმაცევტის, კაპრალ მარიკა გელაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს", - აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.