მიხეილ ჯანელიძე აზერბაიჯანში ილჰამ ალიევს შეხვდა
13-02-2017, 03:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტად იმყოფება, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.

 

 

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და აზერბაიჯანის კეთილმეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობები, რაც წარმოადგენს კარგ საფუძველს თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.

 

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობებისა და რეგიონალური თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.

 


განსაკურებით ხაზი გაესვა ურთიერთობების განვითარების დიდ პოტენციალს, როგორც პოლიტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.

 

 

განსაკუთრებით აღინიშნა საქართველო-აზერბაიჯანის მონაწილეობით მიმდინარე სატრანსპორტო-ენერგეტიკული პროექტების მნიშვნელობა.

 

 

მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტის და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ეფექტური რეალიზაციის მიმართულებით. აღინიშნა თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტებს არა მხოლოდ ორი ქვეყნის, არამედ რეგიონისთვის.

 

 

სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო თანამშრომლობას ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში. საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიულ დოკუმენტზე მუშაობის დაწყებას.

 

 

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ქვეყნებს შორის შენარჩუნდეს მაღალი დონის დიალოგი და ხელი შეუწყონ ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი