"ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ დღევანდელ აქციაზე შეკრებილი ხალხის რაოდენობამ, რომელიც არ აღემატებოდა 15 000 მომიტინგეს, ცხადად დაგვანახა, რომ საქართველოში "ნაცმოძრაობა" აღარ წარმოადგენს #1 ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას, რადგანაც "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" მიერ ჩატარებულ აქციაზე, ამა წლის 31 იანვარს, გაცილებით მეტი ადამიანი იყო დაფიქსირებული "გუგლის" მიერ, – 25 000 მომიტინგე! ასე რომ, "ნაცხროვამ" ეს ტიტულიც დაკარგა, რასაც ხშირად უსვამდნენ ხაზს მისი ლიდერები, განსაკუთრებით დასავლელ პოლიტიკოსებთან დიალოგისას! "ნაცმოძრაობის უკუსვლა" უფრო გაძლიერდება და მისი პოლიტიკური აღსასრული შორს აღარაა!!!
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.