„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს
13-02-2017, 04:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, თბილისის მერიასთან გამართულ „რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს. აქციის მონაწილეთა გადაწყვეტილებით, ისინი აქციას შეწყვეტენ და პოლიციის სხვადასხვა განყოფილებასთან გადაინაცვლებენ.

 

 

„მერიასთან ათამდე ადამიანი პოლიციამ დააკავა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აქცია დავასრულოთ მერიასთან, რათა მივხედოთ ჩვენ დაკავებულ მოქალაქეებს, გარდა ამისა, იმის გამო, რომ ვმართავთ აქციას, დაცვის სამსახურს გადაკეტილი აქვს თბილისის მერიის შესასვლელი. რიგითი მოქალაქეებიც კი ვერ ახერხებენ შესვლას მერიაში, რათა მათი კუთვნილი დახმარებები მიიღონ. აქედან გამომდინარე, თბილისის მერიასთან ვასრულებთ აქციას“, - განაცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

„ნაციონალური მოძრაობისა" და საკოორდინაციო საბჭოს წევრები მერიასთან დილიდან შეიკრიბნენ.

 

 

აქციის მონაწილეებმა მერიის შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა, მერიის უსაფრთოხების სამსახურმა მათ ამის საშუალება არ მისცა, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

 

 

პოლიტიკური პარტიების საკოორდინაციო საბჭო ქალაქის მერის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს და მათივე თქმით, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემულ ქონებასთან დაკავშირებით, პასუხებს ითხოვს.

 

 

ამ წუთებში მერიასთან სიმშვიდეა, საავტომობილო მოძრაობა, რომელიც გარკვეული დროით შეფრხებული იყო, აღდგენილია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი