თამარ ჩუგოშვილი ორდღიან სამუშაო ვიზიტად ისრაელს ეწვევა
13-02-2017, 09:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ორდღიან სამუშაო ვიზიტად ისრაელს ეწვევა.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ჩუგოშვილი ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარეს, იული ედელშტეინს შეხვდება.

 

 

ვიზიტისას, 14-15 თებერვალს, ასევე დაგეგმილია შეხვედრები ქნესეთში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფთან, მმართველი პარტია „ლიკუდის“ საპარლამენტო კოალიციის ლიდერთან დავით ბითანთან, ქალთა სტატუსისა და გენდერული თანასწორობის კომიტეტის თავმჯდომარესთან დეპუტატ აიდა თუმა-სლიმანთან. თამარ ჩუგოშვილი, ასევე, შეხვდება ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს და იერუსალიმსა და სამხრეთ ისრაელში საქართველოს საპატიო კონსულებს.

 

 

გაცნობით შეხვედრებზე მხარეები საქართველოსა და ისრაელს შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს განიხილავენ, განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის გააქტიურებისა და ინსტიტუციურად გამყარების გეგმებს და მიმოიხილავენ საიმიგრაციო თემატიკას.

 

 

„ისრაელის ხალხთან მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობების პოლიტიკურ დონეზე კიდევ უფრო მეტად გააქტიურება, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის პროაქტიული მხარდაჭერა იმ თემებს შორის იქნება, რომლებსაც ვიზიტის დროს განვიხილავთ. ჩვენი მიზანია ორმხრივი ურთიერთობების ყველა მიმართულებით გავააქტიუროთ საპარლამენტო დიპლომატია და მას ინსტიტუციურად გამყარებული სახე მივცეთ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა გამგზავრებამდე.

 

 

პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი თბილისში 16 თებერვალს დაბრუნდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი