დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკლ ფლინი რუსეთის ელჩთან კონტაქტის გამო გადადგა. თეთრი სახლის ცნობით, ფლინმა ტრამპის თეთრ სახლში შესვლამდე რუსეთის ელჩთან შეერთებული შტატების სანქციები განიხილა და საუბრის შესახებ ოფიციალური პირები შეცდომაში შეიყვანა.
როგორც BBC წერს, კერძო მოქალაქეების მიერ შეერთებული შტატების დიპლომატიის განხორციელება არაკანონიერია და ფლინმა ვაშინგტონში აკრედიტებული რუსეთის საელჩოს პირველ პირთან კონტაქტი და თემების განხილვა ტრამპის ადმინისტრაციაში დანიშვნამდე მოახდინა.
გადადგომის წერილში ფლინმა თქვა, რომ მან „არჩეულ ვიცე პრეზიდენტს და სხვებს დაუდევრად მოახსენა არასრული ინფორმაცია“ მისი „რუსეთის ელჩთან სატელეფონო საუბრის შესახებ“.
თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფლინის შემცვლელად დროებით გენერალ-ლეიტენანტი ჯოზეფ კეით კელოგი დაინიშნა.
ფლინმა, არმიის გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა თავდაპირველად უარყო რომ ჰქონდა სანქციების განხილვა რუსეთის ელჩ სერგეი კისლიაკთან და ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ფლინის სახელით საჯაროდ უარყო აღნიშნული ბრალდებები.
მიუხედავად ამისა, მოგვიანებით ფლინმა უთხრა თეთრ სახლს, რომ სანქციები განხილული იქნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.