შინაგან საქმეთა მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14-02-2017, 01:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა. შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოსა და თურქეთის სამართალდამცავი უწყებების მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელიც ორ ქვეყანას შორის საპოლიციო სფეროში დადებული შეთანხმებების საფუძველზე ხორციელდება.

 


როგორც გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმი არსებობს, კერძოდ, „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უსაფრთხოების დარგში თანამშრომლობის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ერთობლივი კომისია, რომელიც ყოველწლიურად იკრიბება და ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობასთან, ტერორიზმთან და სხვა მნიშვნელოვან დანაშაულებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.

 


შეხვედრაზე განსაკუთრებით ხაზგასმით აღინიშნა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პოლიციის ატაშეს ნაყოფიერი მუშაობა, რომელიც თურქეთის სამართალდამცავ ორგანოებთან უშუალო, სწრაფ და ეფექტურ თანამშრომლობას უზრუნველყოფს. გიორგი მღებრიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთის შს სამინისტრო უახლოეს მომავალში საქართველოში პოლიციის ახალ ატაშეს დანიშნავს, რაც ასევე ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას.

 


შს მინისტრმა თურქეთის ელჩს შს სამინისტროში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. გიორგი მღებრიშვილის თქმით, საქართველოს შსს-მ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის განვითარების კუთხით, როგორც საკანონმდებლო, ასევე, ინსტიტუციონალურ დონეზე, რაც პოზიტიურად შეფასდა ევროკომისიის მიერ.

 


შეხვედრაზე შს მინისტრმა მწუხარება გამოთქვა თურქეთის რესპუბლიკაში ბოლო დროს განხორციელებულ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით და თურქ ხალხს ძალადობისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერა აღუთქვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი