ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო“ პარლამენტში მთავარ პროკურორს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს იბარებს.
ფრაქციის წევრის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ძალოვანი უწყებების პირველი პირები ვალდებულნი არიან ზვიად ნაზღაიზის საქმესთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმცირესობას და საზოგადოებას მოახსენონ თუ რა ეტაპზეა გამოძიება და რა ნაბიჯები გადაიდგა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან.
„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გამოვლინდა კონკრეტული ფაქტები, რომლებიც უკავშირდება მაღალი დონის კორუფციას, საუბარია მილიონიან კორუფციულ გარიგებაზე. მიუხედავად იმისა, რომ სუს-ი და პროკურატურა კანონით არიან ვალდებულნი მიიღონ ზომები და დაიწყონ გამოძიება, ჩვენ მათი მხრიდან არც ერთი განცხადება არ მოგვისმენია ამ თემაზე. ჩვენი მოთხოვნაა მოვიდნენ პარლამენტში და ამ საკითხთან დაკავშირებით ანგარიში ჩაგვაბარონ“, - განაცხადა ბრიფინგზე სერგი კაპანაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.