საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჰერბერტ ზალბერთან შეხვედრა გამართა. ჰერბერტ ზალბერმა ირაკლი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობასა და ამ ფორმატთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მუშაობს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით ახალ ინიციატივებზე და საქართველოს პარლამენტი აქტიურად ჩაერთვება არა მხოლოდ მათ განხილვაში, არამედ პრაქტიკაში მათი იმპლემენტაციის ზედამხედველობაშიც. მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესაძლო ცვლილება უნდა იყოს ფართო დისკუსიისა და ერთობლივი კონსენსუსის საგანი.
შეხვედრაზე ისაუბრეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ე.წ. „რეფერენდუმის“ შესახებაც. ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი დაგმობს ამ ფაქტს, როგორც რუსეთის მიერ ანექსიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.