მიხეილ ჯანელიძე: დიდ ყურადღებას ვუთმობთ GCC-ის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებას
14-02-2017, 03:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტად მყოფი ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალური მდივანი აბდულ ლატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანი მიიღო.

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

 

 

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ყურის არაბული ქვეყნების საბჭოსთან საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა საქართველო დაინტერესებულია არაბულ ქვეყნებთან კავშირების განვითარებით, რის ნათელ დასტურსაც GCC-ის რეგიონში და ზოგადად არაბულ ქვეყნებში საქართველოს საელჩოების რაოდენობა წარმოადგენს (ამჟამად, საქართველოს საელჩოები ქუვეითში, ყატარსა და საუდის არაბეთის სამეფოში ფუნქციონირებს). მისი განცხადებით, საქართველო ყურის არაბული ქვეყნების საბჭოსთან მჭიდროდ და წარმატებით თანამშრომლობს ეკონომიკის, ხალხთაშორისი კონტაქტების, ტურიზმის, საჰაერო ტრანსპორტირების, კულტურისა და განათლების სფეროებში.



როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დიდია ყურის ქვეყნების მხრიდან საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით დაინტერესება, რასაც მოწმობს არაერთი არაბული კომპანიის არსებობა ქართულ ბაზარზე. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც ხელი შეუწყონ ბიზნეს და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას.



ხაზი გაესვა ტურიზმის სფეროში ურთიერთობის მაღალ დინამიკას, აღსანიშნავია რომ არაბული ქვეყნებიდან ყოველწლიურად აღინიშნება ტურისტების ზრდის ტენდენცია. მხოლოდ 2016 წლის განმავლობაში ყურის ქვეყნებიდან საქართველოს 60 929 ტურისტი ეწვია. პოზიტიურ დინამიკას ხელს უწყობს საბჭოს წევრი ქვეყნების ავიახაზების აქტიური ჩართულობა საქართველოს ბაზარზე. არსებულ ავიაკომპანიებს 2017 წლის ივნისიდან კიდევ ერთი ახალი კომპანია „Gulf Air“-ი დაემატება.



შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ახლო აღმოსავლეთში - სირიაში, ერაყში, იემენში - შექმნილი ვითარება. აღნიშნეს თანამედროვეობის უმნიშვნელოვანესი გამოწვევის - ტერორიზმის - წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიო თანამეგობრობის ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობა.



შეხვედრის დასასრულს მინისტრმა და გენერალურმა მდივანმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ სამდივნოს შორის კონსულტაციების მექანიზმის შესახებ“. მემორანდუმი ხელს შეუწყობს საბჭოსთან თანამშრომლობის განვითარებას და საქართველოსა და საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ხარისხობრივად ახალ დონეზე გადაყვანას.



სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს 13 თებერვალს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან.


ყურის თანამშრომლობის საბჭოში შედიან საუდის არაბეთის სამეფო, არაბთა გაერთიანებული საემიროები, კატარის სახელმწიფო, ქუვეითის სახელმწიფო, ომანის სასულთნო, ბაჰრეინის სამეფო", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი