საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე,ირაკლი კობახიძე ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანს, აბდულ ლატიფ ბინ რაშიდ ალ-ზაიანს შეხვდა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტისას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ სამდივნოს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია თანამშრომლობის გაღრმავებისკენ. პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ მემორანდუმი ხალხთაშორისი ურთიერთობების, ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძემ ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოს ძირითადი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავარ მიზანს წარმოადგენს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის გაწევრიანება; ამასთან, საქართველოსთვის პრიორიტეტულია ურთიერთობის გაღრმავება შუა აღმოსავლელ პარტნიორებთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე და აღნიშნეს, რომ ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრი ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა იზრდება, რასაც ხელი რეგულარულმა ავიამიმოსვლამ შეუწყო, რაც მათივე შეფასებით, მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის საწინდარია.
მხარეებმა გეოპოლიტიკური ვითარებაც მიმოიხილეს. შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში საერთაშორისო საზოგადოებისა და კონსოლიდირებული მოქმედებების მნიშვნელობაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.