სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მეორე სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა
14-02-2017, 04:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფმა დღეს მორიგი სხდომა გამართა.

 


პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სამუშაო ჯგუფმა მუშაობა კონსტიტუციის მესამე თავის განხილვით განაახლა, რომელიც საქართველოს პარლამენტს შეეხება, კერძოდ 511 მუხლიდან. აღნიშნული მუხლი პარლამენტის დათხოვნის შემთხვევებს შეეხება.

 


„ორი კვირის წინ დავიწყეთ პარლამენტის თავის განხილვა, თუმცა ვერ დავასრულეთ და დღეს განვაგრძოთ დისკუსია ამ თავთან და ჯგუფის კომპეტენციასთან დაკავშირებულ კონსტიტუციის სხვა თავებთან დაკავშირებით. ჩვენ შევჩერდით 511 მუხლზე და შეგვიძლია დღეს განვაგრძოთ დისკუსია ამ მუხლიდან, რომელიც შეეხება პარლამენტის დათხოვნის საკითხს“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რომელიც საკონსტიტუციო კომისიას ხელმძღვანელობს.

 


სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი საქართველოს კონსტიტუციის მესამე, მეექვსე და მერვე თავებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე მუშაობს.

 


საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია 15 დეკემბერს შეიქმნა, რომლის ფარგლებში ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფი მუშაობს. კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი 2017 წლის 30 აპრილამდე უნდა შეიმუშაოს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი