„რუსთავი 2"-ის თავზე შავი ღრუბელი შეკრულია და გადამწყვეტი ბრძოლისთვის ვემზადებით, - აღნიშნული განცხადება „რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ რამდენიმე წუთის წინათ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, სწორედ ამ დღეებში ქართული სიტყვის თავისუფლებისა და ტელეკომპანიის ბედი გადაწყდება.
„ძალიან დიდი ზეწოლა მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე. სახელისუფლებო კამპანია სწორედ აქეთკენ არის მიმართული. ეს მედია-კომპონენტია ზეწოლის, მაგრამ არამხოლოდ მედიის მეშვეობით ხდება ზეწოლა. ამიტომ ჩვენ, „რუსთავი 2"-ელებმა მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება: კვირას, 14:30 საათზე, ჩვენ ვიკრიბებით ძველი პარლამენტის შენობასთან რუსთაველზე და ვიდგებით იქ ყველანი, როგორც ერთი და მოვითხოვთ სამართლიანობას, მოვითხოვთ ჩვენი უფლებების დაცვას, მოვითხოვთ იმას, რაც გვეკუთვნის კონსტიტუციით, კანონმდებლობით, მოვითხოვთ იმას, რაც მოგვანიჭა საქართველოს სახელმწიფომ. ჩვენ ვიქნებით ბევრნი, პრაქტიკულად, ყველანი ვინც აქ ვმუშაობთ ჩვენი ოჯახის წევრებით და გეპატიჟებით ყველას - პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და რაც მთავარია, საქართველოს მოსახლეობას, ვისთვისაც ძვირფასია „რუსთავი 2", ვისაც უყვარს „რუსთავი 2", ვინც უყურებს „რუსთავი 2"-ს.... მე აუცილებლად ვიდგები ამ მიტინგზე, თუ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს რომ ეს ასე არ მოხდეს, იდგება ყველა მინუს მე, მაგრამ ჩვენ მაინც ვიდგებით ყველა; ჩვენ მაინც ვიქნებით ბევრნი; ჩვენ მაინც მოვითხოვთ ჩვენს სიმართლეს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.