„რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარესთან, მამუკა ახვლედიანთან ფულზე არ უსაუბრია.
როგორც მან რამდენი წუთის წინათ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, „არავითარ ქრთამის შეთავაზებაზე საუბარი არ ყოფილა".
„ჩანაწერი, რომელზეც არის საუბარი, ჩემს მიერ არის გაკეთებული და ის გრძელდება საათზე მეტ ხანს. ის მიმდინარეობს სამ პირს შორის, ფიგურანტი იქ არის სამი პირი. თანხასთან დაკავშირებით მე ვესაუბრები არა მამუკა ახვლედიანს, არამედ მე-3 პირს. ვესაუბრები აბსოლუტურად სხვა თემაზე, ვესაუბრები „რუსთავი 2"-ის ვალებზე.
ის მესამე პირი იყო ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი. მე ის არ დავასახელე იმიტომ, რომ ვინარჩუნებ წყაროს გაუთქმელობას, ამ წუთში ასე ვთვლი საჭიროდ ყოველ შემთხვევაში. მე ეს ჩვენება მივეცი პროკურატურას. ეს მესამე პირი მესაუბრება, როგორ აპირებს პროკურატურა ჩვენს გაგუდვას, მათ შორის, ვალების მეშვეობით, რომელიც მე დამხვდა „რუსთავი 2"-ში იმიტომ, რომ ჩვენ მას მერე ვალი არ აგვიღია და ერთ-ერთ ვერსია იქნებოდა ვალებით გაგუდვა, რაზეც მე ვპასუხობ, რომ კონტრაქტი, რომელიც დავდეთ, ითვალისწინებს 6-მილიონიან ინვესტიციას და იქედან ვაპირებთ ამ ვალების გასტუმრებას.
რაც შეეხება ბატონ მამუკა ახვლედიანს, ეს ძალიან კარგად არის ცნობილი, მათ შორის, ჩემს მიერვე არის ნათქვამი. როცა სასამართლოს თავმჯდომარე გხვდება, ცხადია, რომ მისგან ელოდები ძალიან მნიშვენლოვან ინფორმაციას.... ჩვენ ყველამ ერთად გადავწყვიტეთ ეს ჩანაწერი გაგვეკეთებინა. თუ მე ვესაუბრე მამუკა ახვლედიანს ფულზე, სად მივიღე შედეგი? რატომ არ გადადგა? პირიქით, ის უკანონოდ გადააყენეს დაკავებული თანამდებობიდან და დღემდე იბრძვის, რომ თავი აღიდგინოს. შესაბამისად, ქრთამის შემადგენლობა ბუნებაში არ არსებობს”, ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ და დასძინა, რომ საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარესთან, მამუკა ახვლედიანთან შეხვედრა მისი ინიციატივით არ მომხდარა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.