ნიკა გვარამია: ჩვენ მიერ მოპოვებული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩაბმულია შეთქმულებაში ქართული ეკლესიის წინააღმდეგ
14-02-2017, 06:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ხელისუფლება ჩაბმულია შეთქმულებაში ქართული ეკლესიის წინააღმდეგ, როგორც ჩანს მათი რეაქციებიდან, - აღნიშნული განცხადება „რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ცოტა ხნის წინათ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

 

მისი თქმით, „ამ ისტორიის მთავარი გასაღები ილია მეორეს აქვს" და იმედოვნებს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, სიმართლე მალე გაირკვევა.

 

 

„დღევანდელი განცხადებები არ ეხება მხოლოდ მოსამართლეების დაშინების საკითხს. ეს ხმაური ეხება საპატრიარქოსთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს, სადაც ხელისუფლებას აქვს უმძიმესი პრობლემა - უმძიმესი პრობლემა ეკლესიის საქმეებში უხეში და დანაშაულებრივი ჩარევის. ამას „რუსთავი 2" უკვე ორი დღეა ამხელს - ხელისუფლებასაც და ეკლესიის შიგნით მყოფ ზოგიერთ პიროვნებას, რომელიც ხელისუფლებასთან შეთანხმებულად მოქმედებს. ესეც არის ერთ-ერთი საკითხი, რომლის გადაფარვასაც ცდილობს ხელისუფლება.

 

 

საქართველოს ხელისუფლება ჩაბმულია შეთქმულებაში ქართული ეკლესიის წინააღმდეგ, როგორც ჩანს მათი რეაქციებიდან; როგორც ჩანს ჩვენს მიერ მოპოვებული დოკუმენტებიდან და როგორც იმედი მაქვს, გამოჩნდება მოგვიანებით გაკეთებული მაღალი იერარქების განცხადებებიდან. არ გამოვა ამ ყველაფრის გადაფარვა. უმძიმეს მდგომარეობაში ხართ „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით და საპატრიარქოსთან დაკავშირებითაც. ღვთის წყალობით, პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელად არის და მთავარი გასაღები ამ ისტორიაში აქვს მას. მე ძალიან მიხარია, რომ  ეს ასეა. მიხარია, პირველ რიგში, იმ კონფესიის, იმ სამწყსოს წარმომადგენელს, რომელსაც თავს მივაკუთვნებ - მართლმადიდებლურ სამწყსოს ვგულისხმობ და რომლის მეთაურია ილია მეორე და მიხარია ასევე იმიტომ, რომ სიმართლე ძალიან მალე გაირკვევა", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი