სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს.
გვარამიამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება ცოტა ხნის წინათ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებას იყენებს და დაკითხვას სასამართლოს მეშვეობით ითხოვს.
„მე არ ვენდობი საქართველოს შსს-ს, არ ვენდობი იმ სამინიტროს, რომელიც აყალბებს ექსპერიტიზის მონაცემებს ხელისუფლების დაკვეთით. მე ვიყენებ უფლებას, საქართველოს კანონმდებლობით მონიჭებულს და ვითხოვ ჩემს დაკითხვას სასამართლოს მეშვეობით,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ, რომელიც კრიმინალურ პოლიციაში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით იყო გამოკითხვაზე დაბარებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.