21 მარტს მიხეილ სააკაშვილმა “ნაციონალებს” თავისუფლების მოედანზე ბრიუსელიდან მიმართა. 20 მარტს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ალასანია ბრიუსელში გაემგზავრა. „თვისუფალი დემოკტატების“ ლიდერი ბელგიის დედაქალაქში ხუთი დღით დარჩება. ის ევროპარლამენტში „ლიბერალური პარტიის“ წარმომადგენლებს შეხვდება და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრებს. ალასანიამ, გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა რომ, ნატოს წარმომადგენლებსაც შეხვდება.
ეს არის ოფციალური ინფორმაცია, რაზეც საზოგადოებამ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის მიერ გაკეთებული განცხადებიდანაც შეიტყო, თუმცა როგორც გაზეთი “კვირის ქრონიკა” თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, ირაკლი ალასანია ბელგიაში სწორედ მიხეილ სააკაშვილთან მოსალაპარაკებლად ჩავიდა, რათა დაგეგმონ საკითხები მომავალი თანამშრომლობის შესახებ. გაზეთი წერს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და ალასანიას “თავისუფალი დემოკრატები” მთავრობის გადაყენების საკითხში გაერთიანდებიან. ჟურნალისტის აზრით, ამის საფუძველს, მიხეილ მაჭავარიანის განცხადებაც იძლევა.
“თავისუფალი დემოკრატები“ ნებით თუ უნებლიეთ, გასცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ მაჭავარიანმა: „ჩვენ დავიწყებთ პარლამეტში პროცედურებს მთავრობის გადაყენებისთვის და ამ საკითხში „თავისუფალ დემოკრატებთან დაკავშირებით იმედიანად ვართ განწყობილები, ჩვენ მთავრობის გადასაყენებლად 60 დეპუტატის ხმა გვჭირდება, ჩვენ ჯერ საპარლამენტო დებატები მოვითხოვეთ, მთავრობა არ მოვიდა , შემდეგ პრეზიდენტმა დანიშნა რიგგარეშე სხდომა,მთავრობა არც იქ მოვიდა, ახლა აქციიდან ხალხმა მთავრობას გაუგზავნა გზავნილი, რომ მთავრობა უნიათოა და უნდა გადადგეს. ამის შემდეგ დავიწყებთ ჩვენ პარლამენტში პროცედურებს მთავრობის გადასაყენებლად და ვნახოთ ვინ შემოგვიერთდება.“
მართალია მიხეილ მაჭავარიანს აქვს „თავისუფალი დემოკრატების“ იმედი და ალბათ, მიხეილ სააკაშვილი მიაღწევს ალასანიას ფორმალურ შემორიგებას, რადგან ის ყოველთვის მის კაცად მოიაზრებოდა,” წერს გაზეთი “კვირის ქრონიკა” და მთავრობის გადაყენების კანონით განსაზღვრულ პროცედურასაც განმარტავს.
“პროცედურა ასეთია : მთავრობის გადაყენების მოთხოვნა შეიძლება მოითხოვოს უმცირესობამ, ამ შემთხვევაში 48 „ნაციონალმა“, ეს მოთხოვნა რომ ლეგიტიმური გახდეს, პარლამენტმა ბიუროს დონეზე ინიცირება, ანუ განხილვა დაიწყოს, ამისთვის საჭიროა 60 დეპუტატის ხელმოწერა. ამდენი ხელმოწერა საჭიროა იმისთვის, რომ დაიწყოს განხილვა და არა გადაყენება. თუ “ნაციონალებმა” ეს მოახერხეს, ამის შემდეგ საკითხი გადის პარლამენტის სხდომაზე და აქ უკვე საჭიროა 76 ხმა. თუ ეს ბარიერიც გადალახეს , 76 დეპუტატი , ანუ უკვე უმრავლესობა, პრემიერ – მინისტრის ახალ კანდიდატურას წარუდგენს პრეზიდენტს , რომელსაც შეუძლია ვეტო დაადოს და თვითონ წარადგინოს . ამისთვის 20 დღე აქვს. თუ 76- მა დეპუტატმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურა დაბლოკა, მაშინ ისინი თავად ამტკიცებენ პრემიერს,” წერს გაზეთი “კვირის ქრონიკა”.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.