გიორგი კვირიკაშვილი ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
14-02-2017, 08:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანს, აბდულ ლატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანის შეხვდა.

 


პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და GCC-ის წევრ ქვეყნებს შორის პარტნიორობის საკითხები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

 

 

„ხაზი გაესვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საბჭოს გენერალურ სამდივნოს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მნიშვნელობას. გამოითქვა იმედი, რომ მემორანდუმი ხელს შეუწყობს საქართველოსა და საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ხარისხობრივად ახალ დონეზე გადაყვანას.

 


მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ვაჭრობის, ეკონომიკის, ტურიზმის, ტრანსპორტის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის კუთხით არსებული დინამიკა.

 


საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგს, ასევე ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს სატრანზიტო როლსა და სატრანზიტო დერეფნის შემდგომი განვითარების მიზნით ინვესტიციების განხორციელების პერსპექტივებზე.

 


არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივნის განმარტებით, GCC-ის წევრი ქვეყნები დაინტერესებულნი არიან საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალით, რასაც მოწმობს არაბული კომპანიების გააქტიურება ქართულ ბაზარზე. მხარეთა ინფორმაციით, ივნისის თვიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს ავიაკომპანია „Gulf Air".

 


შეხვედრაზე განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობა და მსოფლიო უსაფრთხოების საკითხები", - აღნიშნულია პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი