ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ნახევარძმა „მალაიზიაში მოკლეს“
14-02-2017, 09:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ნახევარძმა მალაიზიაში მოკლეს. ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) სამხრეთ კორეულ და მალაიზიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 


გავრცელებული ცნობით, 45 წლის კიმ ჩენ ნამი სამიზნე კუალა ლუმპურის აეროპორტში გახდა.

 


მალაიზიის პრემიერ მინისტრის ოფისთან დაახლოებულმა წყარომ BBC-ის განუცხადა, რომ კიმი დედაქალაქში მოკლეს და ახლა მისი გვამის გაკვეთა მიმდინარეობს.

 


კიმ ჩენ ნამი ჩრდილოეთ კორეის ყოფილი ლიდერის, აწ გარდაცვლილი კიმ ჩენ ირის უფროსი ვაჟი იყო.

 


მალაიზიის პოლიციის მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ ჩრდილო კორეელი მამაკაცი გარდაიცვალა აეროპორტიდან საავადმყოფოში გადაყვანისას, თუმცა პოლიციას სახელი და გვარი არ გაუმჟღავნებია.

 


სამხრეთ კორეის სახელმწიფო სააგენტო „იონჰაპი“ და ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ კიმის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით ავრცლებენ.

 


სამხრეთ კორეის საკაბელო ტელევიზია „ჩოსუნის“ თანახმად კიმი აეროპორტში მოწამლული იქნა ორი ქალის მიერ, რომლებიც ჩრდილო კორეელი საიდუმლო აგენტები უნდა ყოფილიყვნენ. სხვა მედია საშუალებებს ან წყაროებს ეს დეტალები არ დაუდასტურებიათ.

 


2001 წელს კიმი იაპონიაში ყალბი პასპორტით შესვლისას დაიჭირეს. მან უთხრა ოფიციალურ პირებს, რომ იგი ტოკიოს დისნეილენდში სტუმრობას აპირებდა.

 


ერთ დროს კიმ ჩენ ირის მემკვიდრედ მიჩნეული უფროსი ვაჟის მიმართ მამის მხრიდან დამოკიდებულება სავარაუდოდ ამ ინციდენტის გამო შეიცვალა.

 


მას შემდეგ რაც მამის მემკვიდრედ მისი ახალგაზრდა ნახევარძმა დასახელდა, კიმ ჩენ ნამი საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღარ იმყოფებოდა და მისი დროის უმეტეს ნაწილს საზღვარგარეთ, ძირითადად მაკაოში (ჩინეთის ტერიტორიული ერთეული) ატარებდა.

 


2011 წელს იაპონიური მედია მის სიტყვებზე დაყრდნობით წერდა, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა „დინასტიური მემკვიდრეობის უფლებას“.

 


2012 წელს გამოცემულ ერთ-ერთი წიგნში ასევე მოყვანილია მისი სიტყვების ციტატა, სადაც იგი გამოხატავადა რწმენას, რომ მის უმცროს ნახევარძმას ხელმძღვანელობის თვისებები აკლდა, ძალაუფლების მემკვიდრეობით გადაცემა არ იმუშავებდა და რომ ჩრდილოეთ კორეა არასტაბილური ქვეყანა იყო და ესაჭიროებოდა ჩინეთის მსგავსი ეკონომიკური რეფორმები.

 


გავრცელებული ცნობით იგი წარსულში მკვლელობის სამიზნე იყო. 2012 წელს სამხრეთ კორეაში გასამართლებულმა ჩრდილო კორეელმა ჯაშუშმა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აღიარა, რომ კიმ ჩენ ანის საწინააღმდეგოდ სატრანსპორტო ინციდენტის მოწყობის ორგანიზებას ცდილობდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი