გიორგი მარგველაშვილმა ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი მიიღო
14-02-2017, 10:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს სასახლეში ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალური მდივანი აბდულ ლატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანი მიიღო.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი და პრეზიდენტის მრჩევლები ესწრებოდნენ, ისაუბრეს რეგიონთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, საქართველოსა და GCC-ის წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებისა და საინვესტიციო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობებზე.

 


შეხვედრაზე აღინიშნა ვაჭრობის, ეკონომიკის, ტურიზმის, ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის კუთხით არსებული დინამიკა და ხაზი გაესვა ტურიზმის განვითარების პერსპექტივას.

 


ყურადღება გამახვილდა საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობასა და სატრანზიტო როლზე.

 


გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას. შეხვედრაზე განიხილეს ასევე, უსაფრთხოების საკითხები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი