ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარები მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლარის კურსის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას გამორიცხავს, თუმცა ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებას ზაფხულისთვის ვარაუდობს. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"ძალიან რთულია ამის თქმა, თუმცა ძველ ნიშნულზე ლარის კურსის დაბრუნებას გამოვრიცხავ. შესაძლოა, ზაფხულში უფრო დასტაბილურდეს ვითარება და ლარი გამყარდეს, თუმცა ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მისაღწევად რა იქნება უკეთესი - არ დავუშვათ ლარის გამყარება, იმვე დონეზე დავტოვოთ, თუ სხვა - ამას ეროვნული ბანკი გადაწყვეტს. შემოდგომის ვითარება დიდად არის დამოკიდებული ჩვენ გარშემო პოლიტიკური სიტუაციის განვითარებაზე, თუმცა მნიშვნელოვან რყევებს ნამდვილად არ ველოდებით. ჩვენ გარშემო ქვეყნებისა და მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან ჩვენი ვალუტის გამყარების შედარებითი მაჩვენებლები უნდა იძლეოდეს საფუძველს ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობისთვის, ექსპორტის წახალისებისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.