საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრი, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე ადასტურებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ერთ-ერთი მოწმეა.
მან „საზოგადოებრივ მაუწყებელთან" საუბრისას განმარტა, რომ საქმის დეტალებზე გაუხმაურებლობის დოკუმენტზე ხელის მოწერის გამო ვერ ისაუბრებს.
„რას ნიშნავს მე ჩავწერე ვიდეომასალა, ვინ ამტკიცებს ამას, ძალიან მაინტერესებს. რა ვიდეომასალა ჩავწერე. მე ვარ ერთ-ერთი მოწმე ამ საქმეში და გაუთქმელობაზე მაქვს ხელწერილი დაწერილი. მეტს ვერაფერს გეტყვით", - აცხადებს ირაკლი მამალაძე.
„რუსთავი 2” - ის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ფარული მასალა ჟურნალისტმა, ირაკლი მამალაძემ ჩაიწერა და შემდეგ პროკურატურას მიაწოდა. ტელეკომპანიის ცნობით, ამ ეტაპზე აღნიშნული მასალა საგამოძიებო უწყების ერთადერთი მტკიცებულებაა.
ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტმა, გიორგი გაბუნიამ გადაცემაში „არჩევანი" გაახმაურა. მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია ტელეკომპანიას კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა.
წყაროს ცნობით, ირაკლი მამალაძეს გიორგი მამალაძესთან ნათესაური კავშირი გააჩნია, რასაც თავად ჟურნალისტი უარყოფს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.