დაცვის მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაიცვას კონკრეტული ბრალდებული, რადგან ჩვენ ვიხილეთ სიტუაცია, როდესაც მათ რეალურად ეს უფლება წართმეული აქვთ, - აღნიშნული განცხადება ცოტა ხნის წინათ, ჟურნალისტებთან საუბრისას სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.
იგი ფიქრობს, რომ „ეს დარღვევა" მალე გამოსწორდება. ომბუდსმენის თქმით, დაკავებული დეკანოზი არ ადასტურებს, რომ სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერება ციანიდი ჰქონდა.
„მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში ძალიან ბევრ რამეს მოეფინება ნათელი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაცვის მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაიცვას კონკრეტული ბრალდებული, რადგან ჩვენ ვიხილეთ სიტუაცია, როდესაც მათ რეალურად ეს უფლება წართმეული აქვთ. და მე ვფიქრობ, რომ ეს დარღვევა გამოსწორდება ძალიან მალე. დანარჩენი რაც არის კითხვის ნიშნები, იმედი მაქვს, რომ ამაზეც გაეცემა ძალიან მალე პასუხი", - განაცხადა ომბუდსმენმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.