„რესპუბლიკურ პარტიაში" მიიჩნევენ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების პოლიტიკის არსებული წესი უნდა გადაიხედოს
15-02-2017, 03:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, „რესპუბლიკური პარტიის" ლიდერებმა, ხათუნა სამნიძნემ და თამარ კორძაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

 

 

„რესპუბლიკურ პარტიაში" მიიჩნევენ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების პოლიტიკის არსებული წესი უნდა გადაიხედოს.

 

 

„ამ რთულ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, გაიმიჯნოს ეკლესია და სახელმწიფო, არ გასცდეს კონკორდატით შეთანხმებულ ნორმებს არც ხელისუფლება და არც ეკლესია, რასაც დღეს აქვს ადგილი და შეწყდეს მართლმადიდებლური ეკლესიის დაფინანსება,“- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

 

 

თამარ კორძაიას თქმით, ეკლესიასთან დაკავშირებულ მოვლენებს ტაბუ აეხსნა და დისკუსია დაიწყო.

 


მისი თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილში აღწერილი ფაქტები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს არის რეალობა.

 

 

„ბატონი მამალაძის წერილში აღწერილი ფაქტები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს არის რეალობა და ეკლესიის ზოგიერთი სასულიერო პირი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჩარეულები არიან კორუფციაში და მათ აქვთ საერთო ბიზნესები, ეს დასტურდება სამეწარმეო რეესტრიდან არაერთი ამონაწერით. ეკლესიას წმინდა ფულადი სახით მიღებული აქვს 200 მილიონზე მეტი, ასევე საპატრიარქოს მიღებული აქვს 1 მილიონზე მეტი კვ.მ. მიწის სახით. საბოლოო ჯამში საქართველოს მოსახლეობა რატომ არის ვალდებული ამდენი იხადოს კომპენსაციის სახით, იქნებ ვინმემ დაუსაბუთოს,“- განაცხადა თამარ კორძაიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი