საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, 15-16 თებერვალს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში მიმდინარე თავდაცვის მინისტერიალში იღებს მონაწილეობას.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტერიალის მეორე დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა თავდაცვის მინისტრების ფორმატში გაიმართება. შეხვედრაზე განიხილება ნატო-ს უელსისა და ვარშავის სამიტების გადაწყვეტილებების, კერძოდ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) და ახალი ინიციატივების განხორციელების პროცესი, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.
მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან.
თავდაცვის მინისტერიალს ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გახსნის. ორი დღის განმავლობაში თავდაცვის მინისტრების განხილვის მთავარი თემა მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ალიანსის მიდგომაა. მინისტრები ფოკუსირებას მოახდენენ ასევე, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან მომდინარე საფრთხეებზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.