"თუ ხელისუფლება არ შეიმუშავებს მკაფიო საკადრო პოლიტიკას, მაშინ უნდა ველოდოთ იმას, რაზეც ოცნებობს „ნაციონალური მოძრაობა"
23-03-2015, 02:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ექპერტი სოსო ცისკარიშვილი 21 მარტს თბილისში თავისუფლების მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ აქცია აფასებს და ამბობს, რომ „ნაცმოძრაობამ“ „ამ აქციით გააკეთა ყველაფერი,  რომ ორჭოფობაში მყოფ ხალხს  ისევ  „ქართული ოცნების“ სიმპათია მოსძალებოდა.“ ამის შესახებ ცისკარიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ისაუბრა.

 


სოსო ცისკარიშვილი: „ჩემი აზრით , „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ აქციით გააკეთა ყველაფერი,  რომ ორჭოფობაში მყოფ ხალხს  ისევ  „ქართული ოცნების“ სიმპათია მოსძალებოდა . ე.ი. ოპოზიციურმა ძალამ ამ პროცესს  ხელი მისდა უნებურად შეუწყო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ  „ნაცმოძრაობას“  მხოლოდ ძველი მდგომარეობის ნოსტალგია აქვს და ძალაუფლების დაბრუნებისკენ ისწრაფვის,“ ამბობს ექსპერტი.

 


სოსო ცისკარიშვილს მიაჩნია, რომ თუ ხელისუფლება დაბნეულ მდგომარეობაში დარჩება და არ შეიმუშავებს მკაფიო საკადრო პოლიტიკას, მაშინ უნდა „ველოდოთ  იმას, რაზეც ოცნებობს  „ნაციონალური მოძრაობა.“

 


„ამ მიტინგიდან ერთი, რაც მკაფიოდ  დავიმახსოვრე, ერთი არის ის, რომ  ისინი „ჩვენი ქვეყნის მომავალს არავის დაუთმობენ“. ახლა უკვე  „ქართული ოცნებისკენ“ არის ბურთი და თუ მას შესწევს უნარი, უნდა აიღო ეს ბურთი და გადააგდოს მოწინააღმდეგის მინდორზე. ამით ხელისუფლებაში არსებობას გაიხანგრძლივებს. თუ ის ისევ დაბნეული დარჩება  და, ბოლოს და ბოლოს, მკაფიო საკადრო პოლიტიკას არ შეიმუშავებს, მაშინ ველოდოთ  იმას, რაზეც ოცნებობს  „ნაციონალური მოძრაობა,“ აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი