მეუფე იაკობი: საკმაოდ ძლიერი ორგანიზმი ვართ და აბსოლუტურად ყველას პასუხსაც გავცემთ და თავის ადგილს მივუჩენთ
15-02-2017, 04:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საკმაოდ ძლიერი ორგანიზმი ვართ და აბსოლუტურად ყველას პასუხსაც გავცემთ და თავის ადგილს მივუჩენთ, - აღნიშნული განცხადება ბერლინში ჟურნალისტებთან საუბრისას ქორეპისკოპოსმა იაკობმა გააკეთა.

 

 

იგი ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მეუფეს შეუძლია აღნიშნულთან დაკავშირებით სინოდს წერილობით მიმართოს.

 

 

მისივე განცხადებით, მიტროპოლიტ ცაავას შორენა თეთრუაშვილთან აქვს პრობლემა.

 

 

მეუფე პეტრეს შეუძლია დაწეროს და შემოიტანოს სინოდში ან პირადად გვითხრას. ეტყობა, მეუფე პეტრეს კურირებს და მეუფე პეტრეს პრობლემა აქვს მაგ ადამიანთან. ჩემთან პატრიარქის გარდა, ჩემს საქმეში ვერავინ ვერ ერევა. ეკლესია გახსნილია ისედაც, არასდროს არ დუმს თუ რამე პრობლემაა ქვეყანაში თუ შიგნით, მაგრამ მე რა ვიცი,  ბევრი ისეთი ადამიანი ვნახე ვითომ ეკლესიის პრობლემებზე რომ საუბრობს, თვითონ რომ ქმნიდა ხოლმე პრობლემებს. უშუალოდ ახლა მეუფე პეტრეს არ ვგულოსხმობ, სხვები ვნახე მასეთი. ეს არის ვიღაცების დაკვეთა. ჩვენთან დისონანსს ვერ შემოიტანენ. საკმაოდ ძლიერი ორგანიზმი ვართ და აბსოლუტურად ყველას პასუხსაც გავცემთ და თავის ადგილს მივუჩენთ", - განუცხადა ჟურნალისტებს მეუფე იაკობმა.

 

 

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ შორენა თეთრუაშვილის მისამართით ბრალდებები „რუსთავი 2"-ის გადაცემაში „არჩევანი" გააჟღერა.    

 

 

შორენა თეთრუაშვილი „მისი გარემოცვის წევრებს, რამდენიმე სასულიერო პირს, მისი დავალებების კარგად შემსრულებლებს ეძახის „ოქროს თევზს”. ეს არის პროტოპროსვიტერი გიორგი, ქორეპისკოპოსი თეოდორე პირველ რიგში, რომელიც ფინანსურ საკითხებში არის ყველაზე მეტად ჩართული.    

 

 

რაც შეეხება მეუფე იაკობს, ის არის ძალიან პატრიოტი ადამიანი. მე ვფიქრობ, რომ შეცდომაშია შესული, რაღაც პიროვნული დაპირისპირებით, ჩართულია, სამწუხაროდ, ამ ქალბატონის მიერ დაწყებულ ინტრიგებში, უნებლიეთ არის თანამონაწილე", - განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი