ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი საპატრიარქოსთან დაკავშირებულ საკითხებს ეხმაურება და იმედოვნებს, რომ „ყველაფერი კარგად განვითარდება".
„ძალიან დიდ პატივს ვცემთ მის უწმინდესობას და ჩემთვის დიდი პატივია, რომ მასთან შეხვედრა მქონდა. ევროპელმა ლიდერებმაც მოინახულეს ის, როდესაც თბილისში იყვნენ. ასე რომ, ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ მას. ჩვენ გვესმის, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც მნიშვნელოვანია ურთიერთობის გაგრძელება პატრიარქთან და ეკლესიასთან. იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად განვითარდება.... ასევე, ყურადღებას ვაქცევთ სხვადასხვა განცხადებას ამ საქმესთან დაკავშირებით. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი საქმე არაა დეტალებს ჩავეძიო. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, თუ როგორ ვაფასებ ურთიერთობებს მის უწმინდესობასთან", - აცხადებს ჰერმანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.