საქართველოს პატრიარქის უსაფრთხოების დაცვის უფროსი იოსებ ოხანაშვილი აცხადებს, რომ არ შეუძლია იმის დადასტურება, არის თუ არა საუბარი დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდებაში უმაღლეს სასულიერო პირზე, რადგან მისივე თქმით, გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი.
როგორც მან ბერლინში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თავად დაკითხვაზე მოწმის სტატუსით იმყოფებოდა.
„მე ვიყავი გამოძახებული როგორც მოწმე იმიტომ, რომ თქვენ იცით მე ამჟამად ვარ პატრიარქის უსაფრთოხების დაცვის უფროსი და ეს უშუალოდ ეხებოდა ამ თემას იმიტომ, რომ ეს უსაფრთხოების საკითხია და დამიბარეს, მე ჩავფრინდი, გაირკვა და გამოვფრინდი უკან.... ვერ დაგიდასტურებთ, არის თუ არა საუბარი ბრალდებაში უმაღლეს სასულიერო პირზე, რადგან ხელი მაქვს მოწერილი გაუთქმელობაზე. როგორც გამოაცხადეს, გრიფით საიდუმლო არ არის, მაგრამ ხელწერილი არსებობს”, - განაცხადა იოსებ ოხანაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.