ირაკლი აბესაძე: პროკურატურა ცდილობს მოსამართლე ნაზღაიძის გამართლებას და პრინციპში, სულაც არ აინტერესებს რომ ბიუჯეტიდან გაფლანგულ იქნა მილიონები
15-02-2017, 05:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახთან სავარაუდო კორუფციული გარიგების ფაქტზე, პროკურატურაში მოწმის სახით გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

 

 

მან მთავარი პროკურატურის შენობა რამდენიმე წუთის წინათ დატოვა.

 

 

იგი აცხადებს, რომ პროკურატურა მოსამართლე ნაზღაიძის გამართლებას ცდილობს.

 

 

„ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგადად, „ქართული ოცნება" და ამ შემთხვევაში, მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობა შეურაცხმყოფელ სიტუაციაში აგდებს იმ პროფესიონალ გამომძიებლებს, რიგ სამართალდაცავებს, რომლებსაც ევალებათ ბიუჯეტიდან მოპარული მილიონების „გაპრავება" და იმ ჩინოვნიკებზე გადაფარება, რომლებიც არიან დაკავებული კორუფციით და მექრთამეობით. პრინციპში, ვისაუბრეთ იმ თემებზე, რაზედაც საჯარო სივრცეში ვსაუბრობთ ამდენი ხანია, რომ თბილისის მერიას არც ერთი საფუძვლით არ ჰქონდა საშუალება გაეცა კომპენსაციის სახით ერთი მილიონი ლარი. თუკი, თბილისის მერია გადაუდებელი აუცილებლობით მოახდენდა ნაკვეთის ჩამორთმევას, თავად თბილისის მერიის დაკვეთით შედგენილი დასკვნით მიწის ღირებულება 23 ათასი ლარი და 50-ჯერ უფრო მეტი კომპენსაცია გასცა მერიამ, ვიდრე ეს იყო დადგენილი სამხარაულის ექსპერტიზის მიერ. თუკი ვსაუბრობთ კომპენსაციის გაცემის წესზე, მაშინ ნაზღაიძე სტიქიით არ დაზარებულა და მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლი განთავსებული არ იყო, რაც სავალდებულო წინაპირობაა კომპენსაციის გაცემის.... რომ შევაჯამო, არანაირი საფუძველი, კანონიერი საფუძველი კომპენსაციის გაცემის არ არსებობდა.

 

 

ერთი მილიონი ლარი გადახდილი იქნა მხოლოდ იმიტომ, რომ დავით ნარმანიამ გადაწყვიტა ასე და რა თქმა უნდა, ეჭვი იმის შესახებ, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მოსამართლე ნაზღაიძის საქმიანობასთან დაკავშირებით, არის ძალიან მაღალი, თუმცა, ამ მიმართულებით, შეკითხვებიდანაც ჩანს, რომ პროკურატურა ცდილობს სწორედ მოსამართლე ნაზღაიძის გამართლებას და პრინციპში სულაც არ აინტერესებს, რომ ბიუჯეტიდან გაფლანგულ იქნა მილიონები", - განაცხადა აბესაძემ „რუსთავი 2"-თან საუბრისას.

 

 

მისი თქმით, ის, რომ ზვიად ნაზღაიძემ ზვიად ჩოხელს გადაუფორმა მიწის ნაკვეთი, მეტყველებს იმაზე, რომ „ამ მძიმე კორუფციულ ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურას გულგრილი დამოკიდებულება აქვს".

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი