საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯონ ქერისა და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტებზე მუშაობა კვლავ გრძელდება , – ამის შესახებ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინსიტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ზუსტ თარიღებს ამ ეტაპზე ვერ დაასახელებს. რაც შეეხება ანგელა მერკელის ვიზიტს, კერესელიძის განცხადებით, სავარაუდო პერიოდად მოიაზრება წლის მეორე ნახევარი.
რაც შეეხება ჯონ კერის ვიზიტს, როგორც კერესელიძემ აღნიშნა, ამ საკითხზეც მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა თარიღებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
“გეტყვით, იმას, რომ ამერიკული მხარის მზაობა არის ეწვიოს საქართველოს”, – განაცხადა დავით კერესელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.