საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, კამპანიის „მოითხოვე ქართულის“ ფარგლებში, აჭარაში, BTM ტექსტილის ფაბრიკას და ავეჯის დამამზადებელ კომპანიას „გლორია“ ეწვია.
გიორგი მარგველაშვილმა ორივე საწარმოში თავად მიიღო მონაწილეობა პროდუქციის შექმნაში - კარის ლაზერული ბეჭდვის მოწყობილობა გამოსცადა და რბილი ავეჯის დამზადების პროცესში ჩაერთო.
„ჩვენ ვაგრძელებთ კამპანიას „მოითხოვე ქართული“. კამპანიას, რომელიც აძლიერებს ეროვნულ პროდუქციაზე მოთხოვნას.
უნდა გვახსოვდეს, რომ ქართული პროდუქციის მოთხოვნით, ქართული პროდუქციის შეძენით, ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ეკონომიკას, ხელს ვუწყობთ ლარის დასტაბილურებას და ვეხმარებით იმ ადამიანებს, ვინც ამ საწარმოებში მუშაობს.
საწარმოებში, რომლებშიც ამზადებენ ქართული ბაზრისთვის პროდუქციას, რომლებიც ამზადებენ საერთაშორისო ბაზრებისთვის პროდუქციას და შესაბამისად აძლიერებენ ჩვენს ეკონომიკას და აძლიერებენ ჩვენს ლარის მსყიდველუნარიანობას“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით კამპანია „მოითხოვე ქართული“ 12 იანვარს დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.