საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მოსამართლეებს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე წარუდგინა. მარგველაშვილმა სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესსა და სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"დღეს ჩვენ გვაქვს პატივი, წარმოგიდგინოთ უკვე ოფიციალურად განწესებული სასამართლოს ახალი თავმჯდომარე და ვუთხრა მადლობა ყველა იმ პირს, ვინც ამ უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობდა. ჩვენ ეს პროცესი თავიდანვე საზოგადოების ხელში გადავიტანეთ. ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ეს იყო გაკეთებული მიზანმიმართულად იმისთვის, რომ აგვემაღლებინა სასამართლოს ავტორიტეტი, განგვემტკიცებინა ის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი, რომელსაც ემსახურებით თქვენ და, რომელსაც ჩვენ, პოლიტიკოსები, ყველაზე დიდ პატივს უნდა ვცემდეთ. ამ მართლა ღია პროცესის შედეგად ჩვენ დღეს გვყავს სასამართლოს ახალი თავმჯდომარე, რომელსაც თქვენ ჩემზე დიდი ხანია, იცნობთ და მე წარგიდგენთ მომავლის დიდი იმედით", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.